|
21-10-2010, 02:36
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო 2011 წლის იანვრიდან დააფინანსებს. ამის შესახებ 20 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფსასწავლებლების რეორგანიზაცია 2011 წლის ბოლომდე დასრულდება, პროფსასწავლებლებს სახელი შეეცვლება და "პროფესიული სწავლების კოლეჯები" დაერქმევა.
შაშკინის განმარტებით, იმ პირს, ვისაც ექნება მსგავსი სასწავლებლის გახსნის სურვილი, სამინისტრო ყველანაირად შეუწყობს ხელს და სასწავლებლისთვის საჭირო შენობას მიზერულ საფასურად გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული სასწავლების რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 პროფესიული სწავლების კოლეჯია, საიდანაც 2/3 უკვე რეაბილიტირებულია, ხოლო დარჩენილი 1/3-ის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. პროფესიული სწავლების კოლეჯებში სწავლების 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სწავლება 100%-ით დაფინანსდება. |
|