პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადი სწავლას 7 მაისიდან შეუდგება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადი სწავლას 7 მაისიდან შეუდგება სიახლე
4-05-2012, 23:15
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისში პროფესიულ კოლეჯ ,,იბერიას’’ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 7 მაისიდან ამ კოლეჯში ახალი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 360 სტუდენტი დაეუფლება დურგლის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ელექტრიკოსოს, ძრავის შემკეთებლის, მკერავის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგის, გრაფიკოსის, მზარეულის, მღებავის, მეფილე - მომპირკეთებელის, სარესტორნო საქმის მწარმოებელის, შემდუღებელის და სხა პროფესიებს.

დიმიტრი შაშკინმა კოლეჯის სტუდენტებთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრმა სიმბოლურად თავადაც შეასრულა ის სამუშაოები, რასაც მომავალი დურგლები და ზეინკლები შეასრულებენ.

ახალი პროქტის ფარგლებში, წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდნენ, 7 მაისიდან საქართველოს მასშტაბით 15 პროფესიულ კოლეჯში 2000-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი ისწავლის. ამიერიდან, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემა იცვლება
  • პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები
  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ
  • საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა
  • მინისტრი Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge