საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა სტუ
19-03-2012, 20:37
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ საზაფხულო დასაქმების პროექტისა და პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროექტი ”Summer Job” მიზნად ისახავს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოცდილების მიღებას იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ახალგაზრდები საკუთარი დასვენებისა თუ სწავლისთვის აუცილებელ თანხას თავადვე გამოიმუშავებენ. რაც შეეხება საგანმანათლებლო ვაუჩერებს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა მსურველს, რომელიც სწავლას პროფესიულ კოლეჯში განაგრძობს, 20 მარტიდან სახელმწიფო ათასლარიანი ვაუჩერით დააფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განათლების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

საუბრისას, ქვეყნის პირველი პირი ასევე განათლების სფეროს განვითარების საკითხსაც შეეხო და ყურადღება ტექნიკური დარგების განვითარებაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი ამაზე დიდადაა დამოკიდებული. მისი თქმით, სახელმწიფო ამას ყოველმხრივ უწყობს ხელს.

სტუდენტებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსაც შეეხო და სოციალური ფონის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა მხოლოდ განათლების მაღალი დონით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტიდან სახელმწიფო ყველა მსურველს, რომელიც სწავლას პროფესიულ კოლეჯში განაგრძობს, ათასლარიანი ვაუჩერით დააფინანასებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს, ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა ”Summer Job" მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.

"მნიშვნელოვანია, სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული", - აცხადებენ სამინისტროში.
 
 

ასევე:

  • SummerJob.ge-ზე რეგისტრაცია დაიწყო
  • Summer Job-ის საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
  • პრეზიდენტი სტუდენტებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა
  • დიმიტრი შაშკინი და ვლადიმერ ვარძელაშვილი "Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდნენ
  • Summer Job-ის პროექტში ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge