პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ სიახლე
6-09-2012, 00:18
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს განცხადებას პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხადდება მიღება პირველი სამი საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაფინანსებით.

საბიუჯეტო დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტის 100%-იან (1000 ლარიანი ვაუჩერით) ან 70%-იან (700 ლარით) დაფინანსებას, ხოლო არასაბიუჯეტო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მსურველი სწავლის საფასურს იხდის სრულად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

1 000 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა:

„ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი);

ბ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე;

გ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს სწავლა შეწყვიტა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ან მიიღო სრული ზოგადი განათლება და სწავლა არ განაგრძო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“

დ) პირზე, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, რაც დასტურდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით.

სტუდენტი, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსდება ვაუჩერის ოდენობის 70%-ით.

ვაუჩერით ვერ ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

მსურველებმა რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:
ქობულეთი, რუსთაველის 154; ტელ: 577 177 952- ლელა მესხიძე;
ქუთაისი, ნიკეას ქუჩა 13; 577 788 313 - გიორგი ოსაძე;
თბილისი, კოსტავას 77; 577 92 90 93 - მარი წიკლაური.

პირებს, რომლებმაც 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სურთ დაეუფლონ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს პირის შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობებთან და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებზედაც ვრცელდება სახელმწიფო დაფინანსება, aseve, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
  • პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა
  • მობილობის წესისა და საფასურის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შედის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge