პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო სიახლე
3-09-2012, 15:43
საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლამდე ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.

საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია განხორციელდება 18 სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვაუჩერი გაიცემა 3000 სტუდენტზე.

2012 წლისთვის პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო. მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და ვაუჩერის გაცემა 3 ეტაბად საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო მიღებებზე განხორციელდა.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ, განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პროფესიული კოლეჯებში ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. სახელობო პროგრამებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან.

იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს შეუძლიათ მიმართონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არსებულ სასწავლებლებს და გააკეთონ განაცხადი პროფესიული განათლების მიღებაზე. თითოეულ პროფეისულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აბიტურიენტების მიღების ინდივიდუალური ვადები აქვს. ჩარიცხვა ხორციელდება აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულების საფუძველზე და გადაწყვეტილებას სასწავლებლის ხელმძრვანელობა თავად იღებს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
  • პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემა იცვლება
  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ
  • პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა
  • პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge