საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა.
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე არეგისტრირებს.
საინფორმაციო ცენტრში არის დამსაქმებელთა მონაცემათა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.