|
4-10-2010, 14:10
პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს სპეციალური კონფერენცია მიეძღვნება.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელები დაესწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროკავშირის წარომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
აღნიშნული კონფერენცია 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმროს "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრებიან. ghn.ge |
|