|
30-03-2010, 00:37
სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" ტარდება კონფერენცია თემაზე: "დიალოგი პროფესიულ სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის". კონფერენციას ესწრება საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სასწავლებლის წარმომადეგენელი, ასევე განათლების სამინისტროს, ბიზნესის სფეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები.
კონფერენციაზე მოხდება სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც პროფესიულ განათლებას და დამსაქმებლებს შორის ეფექტურ თანამშრომლობის გზების ძიებას ეხება და რომელიც ბრიტანელი კონსულტანტის დახმარების შეიქმნა.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან თამარ ტაბიძე და მაია წერეთელი. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ,, 30 მარტს “თანამშრომლობის გზამკვლევს” საზოგადოებას გააცნობენ და გაიმართება პრეზენტაცია კვლევისა: “მოთხოვნათა თანხვედრა – დამსაქმებელთა და მოსწავლეთა ხედვა პროფესიული განათლებისა და მომზადების შესახებ სასტუმროს სექტორში”.
კონფერენცია 29 მარტს გაიხსნა და 30 მარტს დასრულდება. |
|