|
30-06-2011, 13:50
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ქალები და 21-ე საუკუნე”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია და საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ხარისხი და პროდუქტიულობა განათლებისა და აღზრდის სფეროში; ქალაქთგეგმარება და კულტურული მემკვიდრეობა; ჯანსაღი გარემო _ ჯანსაღი თაობა; ინოვაციები ინჟინერიაში; გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები; ქალი და ბიზნესი; ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული და ინგლისური.
კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი არიან სასტუმროთი. კონფერენციის თავმჯდომარეები არიან სტუ-ს ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ნაზიბროლა კუციავა; პროფესიონალ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნანული ჭავჭანიძე; თანათავმჯდომარეები - ქეთევან ქოქრაშვილი, ელმირა ჩხიკვაძე, ლია კიკალიშვილი, ნანა ცომაია, ლია სუთიძე; სწავლული მდივნები - ირინე ბერძენიშვილი, მაია ქავთარაძე; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - ლია კახიანი, ნანა მოსიძე, სვეტლანა ლამბრიონოვა, ლალი ღოღელიანი.
კონფერენცია 1-ელ ივლისს დასრულდება. |
|