ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ღონისძიება გამართეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ღონისძიება გამართეს კულტურა, სპორტი
20-03-2011, 02:21
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია მესამე სტრუქტურის წარმომადგენელია; იგი 1998 წლის 30 სექტემბერს დარეგისტრირდა (რეგისტრაციის N5ა-9/86). ქალთა ასოციაციას საფუძველი ჩაუყარა იმ აქტიურმა საქმიანობამ, რომელსაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა საბჭო ეწეოდა 1974-დან 1998 წლამდე.

სტუ-ის ქალთა ასოციაცია არის არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და კანონისადმი პატივისცემის დამყარებას.

სტუ-ის ქალთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ჰუმანიტარულ-ტექნიკურ მეცნიერებათა მიღწევების პოპულარიზაცია, რასაც ემსახურება სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, გამოფენები; საქველმოქმედო საქმიანობა სოციალურად დაუცველი ფენებისთვის (30 წლის განმავლობაში იგი შეფობას უწევს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს: კოჯრის, ძეგვის, ასპინძის, მართყოფის, თბილისის ჩვილ ბავშვთა და სხვა სახლები); კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა თანამშრომელთა და სტუდენტთა შორის: საიუბილეო საღამოების, შეხვედრები ხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან, თანამშრომელთა და ბავშვთა მხატვრულ ნამუშევართა და ფოტო გამოფენები, დასვენების საღამოები შეხვედრები ომის ვეტერანებთან, საახალწლო და საზეიმო ღონისძიებები. ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ექსკურსიები, კოლექტიური დასწრება სპექტაკლებზე, მათი განხილვები; რეგიონალური ორგანიზაციების შექმნა და კავშირის დამყარება მსოფლიოში მოქმედ ქალთა ორგანიზაციებთან, ფართო მონაწილეობის მიღება სამშვიდობო მოძრაობაში
 
 

ასევე:

  • ქალთა ასოციაციამ ხანდაზმულთა პანსიონატში საქველმოქმედო საღამო მოაწყო
  • თემაზე “ქალები და 21-ე საუკუნე” კონფერენცია ტარდება
  • დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით სტუ-ში ღონისძიებები ტარდება
  • სტუ-ში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
  • საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge