საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს სტუ
7-11-2013, 17:49
საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტარციულ კორპუსში, საქართველოს ქალთა საბჭოს გარდაცვლილ წევრთა ხსოვნის საღამო ტარდება. ღონისძიებას ესწრებიან საბჭოს წევრები, მეცნიერები, ხელოვნების სხვდასხვა სფეროს მოღვაწეები, ცნობილი ქალბატონები: ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, ისტორიკოსი ნანა ხაზარაძე, მუსიკოსი ირმა სოხაძე და სხვები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს
საღამო საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ციკლის ფარგლებში ტარდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სულ ცოტა ხნის წინ გალერეა “უნივერსში” გაიხსნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში – გამოფენა “XIX-XX სს, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ქალები”; საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდა საღამო “ლექსო, ჭკვიანად ითქმები, ვერ გაგიგებენ უჭკონი”; ჯანმრთელობის ცენტრში მოეწყო მრგვალი მაგიდა, თემაზე “ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში”; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა “XIX-XX სს მწერალი ქალები. ემიგრაციაში მყოფი პოეტი ქალები”.

საქართველოს ქალთა საბჭო ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას ატარებს
ამას გარდა, 15 ნოემბერს, 15:00 საათზე, დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოს ქალთა საბჭო (კავშირი) ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა. მისი ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქალთა საბჭო ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანებაა, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად. ურთიერთობა აქვს საქართველოს რეგიონებთან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ატარებს სემინარებს, კონფერენციებს; ეყრდნობა საქართველოს რეგიონალურ ქალთა საბჭოებს, რომლებიც მოქმედებენ თვითმმართველობის პრინციპით. საბჭოს ფინანსები შემოწირულობებია, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უდედმამო ბავშვებს, მარტოხელა ქალებს ხმარდება. ქალთა საბჭო აქტიურადაა ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საჭიროების შემთხვევაში ქალთა საერთაშორისო კონფერენციებში. საკითხს აყენებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წინაშე.
 
 

ასევე:

  • დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით სტუ-ში ღონისძიებები ტარდება
  • თემაზე “ქალები და 21-ე საუკუნე” კონფერენცია ტარდება
  • გალერეა ,,უნივერსში” კერამიკული ყვავილების გამოფენა გაიხსნა
  • ქალთა ასოციაციამ ხანდაზმულთა პანსიონატში საქველმოქმედო საღამო მოაწყო
  • ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ღონისძიება გამართეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge