საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წარმომადგენლები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ. ასოციაციამ პანსიონატის მობინადრეთათვის შპს “ტკბილი ქვეყნის“ თანადგომით საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ნაზი კუციავა. პანსიონატის დირექტორმა დ. თომაძემ ხასგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ლამაზი წუთები პანსიონატის მკვიდრი ამაგდარი ადამიანებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია საქველმოქმედო ღონისძიებს ხშირად მართავს. ასოციაციის თავმჯდომარეა პროფესორი ნაზი კუციავა, ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე – პროფესორი ე. ჩხიკვაძე, ასოციაციის წევრები – პროფესორები ლ. კახიანი, ნ. პაპავა, ლ. სუთიძე და სხვები.