შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან სტუ
10-06-2014, 12:14
შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან 9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა. შეხვედრა ამაგდარ ქალბატონებთან გუშინ, 16:00 საათზე, სტუ-ის მეორე კორპუსში, მესამე სართულზე გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნაზი კუციავა.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ შეხვედრა მოუწყო უნივერსიტეტის ამაგდარ ქალბატონებს, მათ, ვინც თავიანთი შეგნებული ცხოვრება მეცნიერებასა და ახალგაზრდობის აღზრდის უკეთილშობილეს საქმეს მიუძღვნეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო ფაკულტეტიდან ნათელა ყიფიანმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტიდან ნელი ჭიჭინაძემ, მედეა ჩაგუნავამ, ლია მიქაძემ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტიდან ლია გაგნიძემ, დარეჯან ფოცხვერიამ, ნელი მელიქიძემ, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტიდან მარინე ჯიქიამ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან შორენა ჯაფარიძემ, ნატალია დოლიძემ, ლეილა მათიაშვილმა. თითოეული მათგანის ცხოვრების რამდენიმე ათეული წელი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მის წინსვლასა და განვითარებასთანაა დაკავშირებული. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ტექნიკური ინტელიგენციის აღზრდის საქმეში. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი სულისკვეთების ქალბატონები", – განაცხადა ნაზი კუციავამ.
 
 

ასევე:

  • ქალთა ასოციაციამ ხანდაზმულთა პანსიონატში საქველმოქმედო საღამო მოაწყო
  • შეხვედრა ნანა ხაზარაძესთან
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში სააგენტო ”ეიჩარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
  • თემაზე “ქალები და 21-ე საუკუნე” კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში პროექტ ELECTRA-სთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge