|
25-06-2010, 02:22
25 ივნისს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2010 წლის აპრილ-მაისში ჩატარებულ კონკურსში - "დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური" - გამარჯვებული თემები. გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული მიმართულების სტუდენტები, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. გაიმართება დისკუსია იურიდიული დახმარების განვითარების თაობაზე.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. |
|