|
7-12-2009, 22:17
/GHN/ 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "ნარკოვითარება საქართველოში, პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ". შეხვედრის მიზანია ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთა, არსებული შესაძლებლობების ინტეგრირება, ევროპული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხულია 42 000-ზე მეტი ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ექსპერტთა მონაცემებით, ეს რიცხვი შეადგენს 200-240 ათასს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით კი _ 300 000-სს. აქედან, ექსპერტული შეფასებით, სავარაუდოდ, 80-90 ათასი ინექციური მომხმარებელია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ქალთა კლუბი "პეონი" და ციხის საერთაშორისო რეფორმა. მხარდამჭერები _ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. |
|