|
1-12-2010, 01:09
დღეს, 1-ელ დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სახელმწიფო სექტორის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდა, უწყებებს შორის ინფორმაციის სწრაფი და გამჭვირვალე გაცვლა, ასევე მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური მომსახურების მიწოდება.
პროექტის დახმარებით მონაცემთა გაცვლის სააგენტო შექმნის სახელმწიფო უწყებათაშორის ქსელს, შეიმუშავებს თავსებად საკომუნიკაციო სისტემას, გაიზიარებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას და შექმნის მონაცემთა დაცვის სანდო მექანიზმს. ეს საქმიანობა ასახული იქნება ელექტრონული მმართველობის სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს.
პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა, სავარაუდო ბიუჯეტი - 1.2 მილიონი ევრო. პროექტის ხორციელდება ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობას მათ პარტნიორებთან ევროკავშირის ქვეყნებში. |
|