|
16-03-2014, 19:49
ხვალ, 21 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომელიც Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამას ეხება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთო Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც სტუ-ის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის ითვალისწინებს Microsoft-ის 200-მდე სხვადასხვა ლიცენზირებული პროგრამის მიღებას ორწლიანი ვადით. |
|