|
12-11-2009, 14:28
Microsoft-ი პირველად ათი წლის განმავლობაში, MSN.com-ის დიზაინს ცვლის. ახალ დიზაინზე გადასვლა თანდათანობით, წლის ბოლომდე მოხდება. კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ ერიკ იორგენსენის თქმით, მომხმარებლებმა არაერთხელ მოითხოვეს დიზაინის შეცვლა, რადგანაც მონაცემთა გადაცემისა და წარდგენის მოძველებულ ხერხთან ერთად, საიტით სარგებლობას მთავარი გვერდის ინფორმაციული არასრულყოფილებაც ართულებს. ამასთან, Microsoft-მა MSN-ზე Silverlight-ის ტესტირებაც დაიწყო და მთავარი ორინტირი Web 2.0-ის ტექნოლოგიაზე აიღო. კორპორაციის მონაცემებით, ყოველთვიურად პორტალს აშშ-ში 100 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. |
|