|
12-10-2010, 19:31
Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა დღეს პარლამენტში სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ახლახან გერმანიაში დასრულდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობდნენ. გამოფენაზე თბილისის მერიამ თბილისის განახლების გეგმა წარადგინა.
როგორც კობა ხაბაზმა განაცხადა, თბილისის მერიის ექსპონატებმა დიდი ინტერესმა გამოიწვია და მაიკროსოფთის წარმომადგენლობამ, საქართველოში ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, სურვილი გამოთქვა.
კობა ხაბაზის განმარტებით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ghn.ge |
|