29 მარტს 11:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გახსნის.
სამინისტროსა და Microsoft-ის ერთობლივ ღონისძიებას Microsoft-ის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი საქართველოში დავით ასათიანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მენეჯერი თეოდორ მილევი გაუძღვებიან.
მოწვეულ სტუმართა შორისაა ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის სახელმწოფო პროგრამის ხელმძღვანელი.