15 მარტს CEEMOS 2010 გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

15 მარტს CEEMOS 2010 გაიხსნება სიახლე
2-03-2010, 14:14
15 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ’’ქორთიარდ მარიოტში’’ AIESEC საქართველო საერთაშორისო კონფერენციას, CEEMOS (სიიმოს) 2010 ოფიციალურად გახსნის.

გახსნის ცერემონიალი “ევროპის ახალგაზრდული სამიტია”, სადაც AIESEC საქართველო მიესალმება 120 საერთაშორისი დელეგატსა და თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების (მატ შორის იქნებიან ტექნიკური უნივერსიტეტის) 250 ქართველ სტუდენტს. სამიტს გაუძღვებიან ესტონეთის ელჩი ტომას ლუკი და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, რომლებიც წაიკითხავენ სესიებს ახალგაზრდების ლიდერული უნარების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ევროპაში. ღონისძიებას დაესწრებიან წამყვანი ქართული და უცხოური სექტორის პარტნიორები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში.

ოფიციალური გახსნითი ცერემონიალის შემდეგ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა გლობალური სოფელი, რაც გულისხმობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25-ზე მეტი ქვეყნის დელეგატების მიერ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების დემონსტრირებას მუსიკით, ცეკვით, ტრადიცული კერძებითა და ნაციონალური ტანსაცმლით.

CEEMOS 2010 - Central and Eastern European Motivation Seminar ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამოტივაციო სემინარი არის AIESEC (აისეკი)-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 150-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს 25 ქვეყნიდან ამავე რეგიონის ერთ ქვეყანაში უყრის თავს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ევროპის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, დაგეგმონ რეგიონალური ინიციატივები, პროექტები, კონფერენციები და გაცვლითი პროგრამები, განიხილონ აქტუალური გლობალური საკითხები.

CEEMOS 2010-ის 5-დღიანი კონფერენცია მსოფლიო მასშტაბით გაზრდის საქართველოს ცნობადობას AIESEC-ის გლობალურ ქსელში, რომელიც მოიცავს 106 ქვეყანას. კონფერენცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტიორობას შემდეგი მიმართულებებით: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, არაფორმალური განათლების გავრცელება, ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე ახალგაზრდობის გააქტიურება.


AIESEC წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის, რათა აღმოაჩინონ და განივითარონ ლიდერული პოტენციალი საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად. AIEშEჩ-ის ინოვაციური მეთოდები ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც აერთიანებს ამ პლატფორმის ყველა საერთაშორისო შესაძლებლობასა და გლობალური სასწავლო გარემოს სხვადასხვა კონცეფციას.

AIESEC დაარსდა 1949 წელს ევროპაში და დღეს უკვე აერთიანებს 107 ქვეყანის 40,000-ზე მეტ სტუდენტს. საქართველო AIESEC-ის საერთაშორისო ქსელს შეუერთდა 2006 წელს.
 
 

ასევე:

  • განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე კონფერენცია ტარდება
  • ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის თემაზე კონფერენცია ჩატარდება
  • სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ
  • დღეს "პირველი კულტურული ორკესტრის" პრეზენტაცია გაიმართება
  • უმაღლესი სასწავლებლები გრანტის მოპოვების პროცესში ჩაერთვებიან






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge