სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ სიახლე
25-05-2010, 23:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელიც ევროკავშირის სამართალში (EU law) ინგლისურ ენაზე ხორციელდება. აღნიშნული პროცესები 2010 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტის გუნდები. 2010 წელს პროექტში მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების 16 წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნათია გობეჯიშვილი, კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე და გვანცა მეუნარგია.

აღნიშნული პროექტი მოიცავს ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს პროექტის ორგანიზატორების მიერ შემუშავებულ საქმეზე გუნდის მიერ სარჩელისა და შესაგებლის ინგლისურ ენაზე მომზადებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი და მიიღო უფლება გამოსულიყო ბულგარეთის უზენაეს სასამართლოში გამართულ ზეპირ ტურზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ევროკავშირის სამართლის პრობლემატურ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხებოდა რამდენიმე სახელმწიფოში პირის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გამოქვეყნებას და მის თანმდევ შედეგებს. აღნიშნული პროცესები ჩატარდა ბულგარეთის უზენას სასამართლოში. სტუ-ის გუნდი პირველ პროცესზე წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს და შეხვდა ვარშავის უნივერსიტეტის გუნდს, ხოლო მეორე პროცესზე - მოსარჩელე მხარეს და შეხვდა კრაკოვის უნივერსიტეტის გუნდს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის პროცესებზე გამოსვლის შემდეგ აღნიშნული პროექტის ორგანიზატორების მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები სწორედ საქართველოში გაიმართოს. მასპინძელი უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება.

აღნიშნული პროექტი მიმართულია არაწევრი ქვეყნების ევროინტეგრაციისკენ. ვინაიდან საქართველოს მიისწრაფვის ევროსრუქტურებში და კერძოდ, ევროკავშირში გაერთიანებისკენ, მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობა წარმოადგენს როგორც უნივერსიტეტების, ასევე ქვეყნის პრესტიჟს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დააფინანსა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის სტუდენტებმა აშშ-ში იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს
  • სტუ-ის სტუდენტები ჰააგაში იმიტირებულ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ის ხელბურთელთა გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა
  • სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ
  • ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოგებით დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge