|
10-10-2010, 22:09
ხვალ, 11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტუდენტების მონაწილეობით, იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავს . იმიტირებული სასამართლო პროცესიის დროს განიხილება მკვლელობის რეალური საქმე და ის მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალობასთან.
სტუდენტები შეასრულებენ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. გარდა ამისა, ისინი, როგორც ნაფიცი მსაჯულები, მოისმენენ ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტებს, გაეცნობიან საქმეში არსებულ ფაქტებს, იმსჯელებენ და გამოიტანენ შესაბამის ვერდიქტს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალურად ბევრი და რაც მთავარია, დასაბუთებული ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოიმუშაონ და განავითარონ სასამართლოში გამოსვლის უნარ-ჩვევები. Ipn.ge |
|