ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ სტუ-ში დისკუსია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ სტუ-ში დისკუსია გაიმართა სიახლე
26-05-2010, 01:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ნოვაციაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.

შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა რეჟისორ სიდნეი ლიუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”, შემდეგ კი გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ის სტუდენტებმა. მათ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები ინოვაციასთან დაკავშირებით. ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს კოსტანტინე კუბლაშვილმა, ზაზა მეიშვილმა , პროკურატურის წარმომადგენელმა გირშელ ძებნიაურმა. სატყვით გამოვიდა პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აუწყა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ბულგარეთში მოწყობილ კონფერენციაში გამარჯვების შესახებ. დასასრულს სიტყვით გამოვიდა სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 

ასევე:

  • სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ
  • სტუ-ში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება
  • სტუ-ის სტუდენტები ჰააგაში იმიტირებულ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ს რუმინეთის ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა
  • თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge