|
23-04-2010, 00:15
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა. შეხვედრა, რომელსაც სტუდენტები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესსორ-მასწავლებლები დაესწრნენ, გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც რუმინეთის საელჩო საქართველოში, და კეძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გეგმავს.
მიხაი ბარლიბამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამოქმედდეს ტექნიკურ უნივესიტეტსა და ბუქარესტის უნივერსიტეტებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები და მემორანდუმები, რომლებშიც შედეგებზე ორიენტირებული გათვლილი პუნქტებია ჩაწერილი. პირველ ყოვლისა, უნდა ამოქმედდეს როგორც სტუდენტთა, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოდან სასწავლებლად წასულ რამდენიმე სტუდენტის სწავლების საფასურს რუმინეთის სახელმწიფო აანაზღაურებს. წარჩინებულებს სტეპენდიებიც დაენიშნებათ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზედაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, 1991 წელს ერთ-ერთმა პირველმა რუმინეთის სახელმწიფომ აღიარა. საუბარი შეეხო წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობას, რომელმაც როგორც რუმინეთის ისტორიაში, ასევე, საქართველოსა და რუმინეთის მეგობრულ ურთიერთობაში დადებითი როლი შეასრულა. მოგვიანებით, ელჩმა პასუხები გასცა პროფესსორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეკითხვებს. |
|