ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა სტუ
14-03-2011, 19:38
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა. ნატოს კუთხის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ასევე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

შეხვედრა გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ოთარ ზუმბურიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ გამართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ ჩატარებულ სემინარს. პრეზენტაციის შემდეგ დიალოგის რეჟიმში გაგრძელებული ლექციის მთავარი თემა პარტნიორ ქვეყნებთან ნატოს თანამშრომლობა იყო.

როგორც ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ასეთი შეხვედრები საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

იონას პასლაუსკასის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში სამი ასეთი კუთხე გაიხსნა. პასლაუსკასი მიესალმება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. “საქართველო მარტო არ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ საჭირო რჩევებს მივცემთ და ყველანირად დავეხმარებით”, - განაცხადა მან.

მიჰაი ბარლიბას განცხადებით, საქართველომ ყველა აუცილებელი საფეხური უნდა გაიაროს ნატოში გასაწევრიანებლად. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას. “ჩრდილოატლანტიკური ალიასის წევრობა მარტო ნატოს ქოლგის ქვეშ შეფარებას არ ნიშნავს. ნატოს წევრობისთვის საქართველომ უმაღლესი დადებითი იმიჯი უნდა მოიპოვოს”, - განაცხადა ბარლიბამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის, გიორგი კულდონაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიურობა, რაც ბოლო დროს აშკარად შესამჩნევია. ნატოსთან დაკავშირებული პროექტი ჩამოყალიბდა ერთგვარი სერიალივით - “რატომ ნატო?” “როგორ ნატო?” “როდის ნატო?”

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
 
 

ასევე:

  • საქართველოში ნატოს დღეები იხსნება
  • სტუ-ში ნატოს საინფორმაციო კუთხე განახლდა
  • 29 მარტს ნატოს დებატების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება
  • კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება
  • სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge