სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართა სიახლე
21-12-2010, 14:49
სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართადღეს, 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში “საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის“ ორგანიზებითა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა პროექტის “რატომ NATO?” დახურვა.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ექვსი უმაღლესი სასწავლებლის სუდენტებმა, რომლებმაც მოისმინეს სემინარი NATO-ს შესახებ.

სემინარის დახურვაზე ნაჩვენები იყო პროექტთან დაკავშრებით გადაღებული ვიდეოკლიპი. პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს და სტუდენტებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკა მართებულია და აუცილებელია, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს.

ღონისძიებას დაესწრნენ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორი ლალი ყიფშიძე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები და სხვადასხვა სტრუქტურის ოფიციალური პირები.

NATO-ში გაწევრიანების პროცესში ყველა ქვეყანა იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებეს, ესენია: 1. ყველა არსებული პოლიტიკური დოკუმენტისა და გაწევრიანების მომენტისთვის მოქმედი ნატოს ყველა გადაწყვწტილების აღიარება და მიღება, რაც მოიცავს კოორდინირებულ პოლიტიკას ალიანსის საქმიანობასა და კომპეტენციის სხვადასხვა საკითხში; 2. აქტიურად ჩართვა ალიანსის ჯარგლებში კონსულტაციისა და გადაწყვეტიოლებების მიღების პროცესებში, კეთილსინდისიერი მუშაობა კონსენსუსის მისაღწევად; 3. თანხმობა ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლისა და მადრიდის, ვაშინგტონის, პრაღისა და სტამბოლის სამიტების დეკლარაციების შესაბამისად; 4. მრავალმხრივ შეთანხმებებისა და პროტოკოლებში მონაწილეობა, რომლებზედაც შეთანხმებული არიან წევრი სახელმწიფოები; 5. ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბებული უსაფრთხოებისადმი ფართო მიდგომის ხორცშესხმა; 6. აქტიური მონაწილეობა გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურასა და თავდაცვის კოლექტიურ დაგეგმაში, ასევე საშუალებებისა და შეიარარებული ძალების გამოყოფა ალიანსის მისიების მთელი სპექტრისთვის; 7. ადეკვატური საბიუჯეტო რესურსების გამოყოფა ვალდებულებათა განხორციელებისა და ცხოვრებაში გატარებისთვის, ისევე, როგორც ნატოს კოლექტიურად დაფინანსებად ბიუჯეტში მონაწილეობა.

ნატოს წევრობას უდავოდ მოაქვს პრაქტიკული სარგებელი ქვეყნებისთვის: ყველა წევრი იზიარებს თავისუფლების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და მეწარმეობის თავისუფლების ძირითად ფასეულობებს. პოლიტიკურ ასპექტში ნატოს წევრობა იძლევა საერთაშორისო პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ წევრს, ხელი შეუწყოს თავისი ეროვნული ინტერესების განხორციელებას საერთაშორისო პროცეში, ისევე როგორც მონაწილეობდეს ქყვენისა და რეგიონისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. ნატოს წევრობა პოზიტიურად აისახება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რამდენადაც ნატოში გაწევრიანებისას გატარებული რეფორმები ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულების შემადგენელი ნაწილია. ორივე ორგანიზაცია იაზრებს საერთო ფასეულობებსა და მიზნებს და თანამშრომლობს უსაფრთხოების მთელ რიგ ასპეტებში. სამხედრო-პოლიტიკური ტერმინოლოგიით რომ ითქვას, ნატოს წევრობა საუკეთესო ხელმისწვდომი გარანტიაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის არის წინაპირობა და საშუალება თანამედროვე და სათანადოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, საგანგებო შემთხვევებში ადეკვატური და კოლექტიური რეაგირების უნარით. ეკონომიკური თვალსაზრისით, ალიანსის წევრობას მოაქვს პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებელი. უსაფრთხოება, როგორც ეკონომიური ზრდის წინაპირობა, ხელს უწყობს პოტენციურ ინვესტორებში, სავაჭო პარტნიორებსა და ტურისტებში ნდობის ჩამოყალიბებას. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებაზე. დაბოლოს, ნატოს თავისთავად მოაქვს ეკონომიკური შესაძლებლობები. როგორც ერთობლივად დაფინანსებული ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის პროგრამების მონაწილეებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ისეთი აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და აგებაში, როგორიცაა აეროპორტები, კომუნიკაციები და საინფორმაციო სისტემები, რადარები, სანავიგაციო სისტემები და ა. შ.. ქვეყნებს ხელი მიუწვდებათ სამხედრო ტექნოლოგიების უფრო მაღალ სატანდარტებზე, ისევე, როგორც შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ უცხოური კვლევითი ცენტრების საქმიანობაში და ჩაერთონ ნატოს მიერ დაფინანსებულ ან წევრ სახელმწიფოთა მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებში.
 
 

ასევე:

  • საქართველოში ნატოს დღეები იხსნება
  • სტუ-ში ნატოს საინფორმაციო კუთხე განახლდა
  • ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა
  • კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება
  • ნატოს საკითხებზე დაცული თემების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge