29 მარტს ნატოს დებატების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

29 მარტს ნატოს დებატების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება სიახლე
26-03-2011, 01:37
29 მარტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული სტუდენტური დებატების ინგლისურენოვანი კონკურსის დასკვნით ეტაპი გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით გამართავს.

სტუდენტური დებატების თემატიკა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს მოიცავს: ნატოს რეგიონალური პოლიტიკა, უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, სარაკეტო თავდაცვა და ISAF-ის სამშვიდობო ოპერაცია.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები სტაჟირებას გაივლიან პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და საგარეო
საქმეთა სამინისტროში.

ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის, ნატო საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის, ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
 
 

ასევე:

  • საქართველოში ნატოს დღეები იხსნება
  • სტუ-ში ნატოს საინფორმაციო კუთხე განახლდა
  • ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა
  • კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება
  • სტუ-ში “სტუდენტური დღეები 2014”-ის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge