სტუ-ში “სტუდენტური დღეები 2014”-ის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში “სტუდენტური დღეები 2014”-ის პრეზენტაცია გაიმართება სტუ
10-03-2014, 17:59
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება პროექტ სტუდენტური დღეები 2014 -ის პრეზენტაცია.

2013 წელს სტუდენტური დღეები ნარკომანიასთან ბრძოლის ეგიდით ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე სტუდენტმა 40 სხვადასხვა სასწავლებლიდან. 2014 წელს კი სტუდენტური დღეები ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.

სტუდენტური დღეები 2014-ის მიზნები და ამოცანები: ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა; ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება; სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელება სხვა სამიზნე ჯგუფებში; სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაცია.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 21 მარტის ჩათვლით.

2014 წელს პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ტელეკომპანია “იმედი”.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა
  • ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014”-ის გამარჯვებულია
  • საქართველოში ნატოს დღეები იხსნება
  • სტუ-ის კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
  • სტუდენტური დღეები სტუ-ის გამარჯვებით დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge