|
6-06-2014, 18:56
4-5 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა პროექტის „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის" ქუჩის კალათბურთის შეჯიბრება. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 20-მდე გუნდმა.
ფინალური ეტაპი 5 ივნისს ჩატარდა. სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 20:12 დაამარცხა. მე-3 საპრიზო ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მოიპოვა.
შეჯიბრების პარალელურად, მოეწყო ქუჩის კალათბურთის ახალი მოედნის პრეზენტაციაც. ტურნირის გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. |
|