|
22-10-2013, 22:40
"არენა 1"-ზე გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტსა და როსტოვის სამხრეთის ფედერალურ უნივერსიტეტს შორის. მატჩი დასრულდა 90 : 71 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებით.
შეგახსენებთ: წელს პირველად, საქართველო საერთაშორისო სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში ჩაერთო. ჩვენს ქვეყანას ამ პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი წარადგენს. ლიგის გახსნითი შეხვედრა 15 სექტემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდა. ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირი 7 თვეს გაგრძელდება. მის ფარგლებში, საქართველოში 5 შეხვედრაა დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება არის ლიცენზირებული ტურნირი. რაც შეეხება ქართულ გუნდს, საკალათბურთო კლუბ “სტუ”-ს მწვრთნელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ნიკოლოზ დერიუგინია."სიმბოლურია ის, რომ სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის მეორე ჩემპიონატი დაიწყება თბილისში, იქ, სადაც საკალათბურთო ტრადიციები ძალიან ძლიერია. ჩვენ გვახსოვს ისეთი სახელები, როგორიცაა ქორქია და დერიუგინი, მათ ნათელი კვალი დატოვეს კალათბურთის სისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სტუდენტთა გუნდის მონაწილეობა ჩემპიონატს სხვაგვარ ელფერსა და ახალ ემოციებს, განცდებს შესძენს, ასევე, ხელს შეუწყობს კალათბურთის სხვადასხვა სკოლის ურთიერთგამდიდრებას", – განაცხადა სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტმა ანდრეი პერეგუდოვმა. სტუდენტთა საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის ოფიციალური რეგისტრაცია 2012 წლის 21 სექტემბერს მოხდა. ჩემპიონატის ამ სეზონში მონაწილეობას მიიღებს 22 საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდი რუსეთიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. |
|