დღეს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა კულტურა, სპორტი
23-03-2011, 23:49
დღეს საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგაში მონაწილეობას თბილისის 9 (მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს.

"ვიცით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ვცდილობთ ორგანიზებული სახე მივცეთ ამ დაინტერესებას და სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის ჯანსაღი სპორტული შეჯიბრება გავმართოთ. უნიბურთის თასის მოპოვებისთვის წელს 10 სასწავლებელი იბრძოლებს, საინტერესო სანახაობა გველის", - აღნიშნა საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა პაატა ბურჯალიანმა.

"უნიბურთი 2011" 3 აპრილს დაიწყება და მინიფეხბურთის წესების მიხედვით ერთ წრედ ჩატარდება. კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდა:

3 აპრილს, 15:00 საათზე, ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება, 17:00 საათზე თამაშს კავკასიის უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის გუნდები გამართავენ, 18:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეეჯიბრება, ტურის შეხვედრებს კი 19:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდების თამაში დაასრულებს.

თსუ–ში გამართულ პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეები დაესწრნენ.

ორგანიზატორები სექტემბრიდან მასშტაბების გაფართოებას და უნიბურთის თამაშებში საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლების გუნდების ჩართვას გეგმავენ. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაიყოფა, თამაშები შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონებზე ჩატარდება.
 
 

ასევე:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტური ლიგა მოგებით დაიწყო
  • სტუ _ როსტოვის უნივერსიტეტი: 90 : 71
  • სტუ-ის სპორტსმენები კორდობაში წარმატებით ასპარეზობენ
  • სტუ საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობს
  • სტუ-ის კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge