"სტუდენტური დღეები 2014"-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. სტუდენტური დღეები წელს ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ჩატარდა.პროექტის ფარგლებში სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრებები გაიმართა.
"სტუდენტურ დღეებს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს. სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები სპორტის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური მიმართულებით. წელს სტუდენტური დღეების ღონისძიებებში მონაწილეობდა 47 უმაღლესი სასწავლებელის 3 ათასამდე სტუდენტი. პროექტში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. წელს გრანპრის მფლობელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. სტუდენტური დღეები 6 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ დაიხურა.
https://www.youtube.com/watch?v=c9cDPfddVrY&feature=youtu.be