|
22-05-2012, 00:34
25 მაისს, 19:00 საათზე, კუს ტბის ტერიტორიაზე “სტუდენტური დღეები 2012-ის” დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. დასახელდება გამარჯვებული უნივერსიტეტი და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ნომერი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუშემატკივრები შეიკრიბებიან და ღონისძიებაზე დასასწრებად ერთად გაემგზავრებიან.
ფესტივალი "სტუდენტური დღეები 2012“ თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე 16 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. სტუდენტური დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურმა ჯგუფმა "ურსამაც" მიიღო. პროგრამის "სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, მიეცათ შესაძლებლობა, წარმოეჩათ საკუთარი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით. კონკურსი ჩატარდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. საკონკურსო დღეები 23 მაისს დამთავრდა.
"სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში კონკურსები ჩატარდა შემდეგ კატეგორიებში: ხალხური ცეკვა, ხალხური სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, თანამედროვე სიმღერა, იუმორისტული ნომერი, თეატრალური დადგმა, ფოტოგამოფენა, ნახატების გამოფენა, ორიგინალური ნომერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები 2011-ის გამარჯვებულია. |
|