სტუ-ში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა სტუ
10-03-2015, 11:19
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლესმა სასწავლებლებმა რეგისტრაცია 25 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ და განაცხადი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წარადგინონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები 2014-ის გამარჯვებულია და ტრადიციისამებრ მომდევნო წლის პროგრამის პრეზენტაციის მასპინძლობა ხვდა წილად. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. ასევე მოწვეულნი არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები. 2014 წელს სტუდენტური დღეები ევროპული მომავლის ეგიდით ჩატარდა და პროექტში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე სტუდენტმა 47 სხვადასხვა სასწავლებლიდან. სტუდენტური დღეები 2015-ის მიზნები და ამოცანები: • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; • სტუდენტების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება; • რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება; • თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა - წახალისება; • შეზღუდული შესაძებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინკლუზია. პროექტის გენერალური სპონსორი 2015 წელს კომპანია „მაგთიკომია".
 
 

ასევე:

  • სტუ-ში “სტუდენტური დღეები 2014”-ის პრეზენტაცია გაიმართება
  • ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014”-ის გამარჯვებულია
  • "სტუდენტური დღეები 2012“ გაიხსნა
  • “სტუდენტური დღეები 2012” საზეიმოდ დაიხურება
  • სტუ-ის კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge