"სტუდენტური დღეები 2012“ გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"სტუდენტური დღეები 2012“ გაიხსნა სტუ
16-05-2012, 23:01
"სტუდენტური დღეები 2012“ გაიხსნა ფესტივალი "სტუდენტური დღეები 2012“ თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე 16 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. სტუდენტური დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურმა ჯგუფმა "ურსამაც" მიიღო.

პროგრამის "სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით. კონკურსი ჩატარდება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

"სტუდენტური დღეები 2012“ გაიხსნა "სტუდენტური დღეები 2012" ფარგლებში კონკურსები ჩატარდება შემდეგ კატეგორიებში: ხალხური ცეკვა, ხალხური სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, თანამედროვე სიმღერა, იუმორისტული ნომერი, თეატრალური დადგმა, ფოტოგამოფენა, ნახატების გამოფენა, ორიგინალური ნომერი.

პროგრამის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა შიდა შესარჩევი ტურები. "სტუდენტური დღეები 2012"საკონკურსო დღეები სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები 2011-ის გამარჯვებულია.
 
 

ასევე:

  • “სტუდენტური დღეები 2012” საზეიმოდ დაიხურება
  • ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014”-ის გამარჯვებულია
  • სტუდენტური დღეების ფარგლებში ცეკვები ტური ჩატარდა
  • სტუდენტური დღეები სტუ-ის გამარჯვებით დაიწყო
  • სტუ-ში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge