|
15-04-2013, 21:31
“სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებით დაიწყო. თბილისი ცენტრალის ბოულინგ კლუბში “სტუდენტური დღეები 2013"-ის პირველი საკონკურსო დღე გაიმართა.
ბოულინგში ერთმანეთს 20 გუნდი ეჯიბრებოდა. პირველი ეტაპი მათგან მხოლოდ 10-მა გადალახა, ხოლო ფინალში 5 საუკეთესო გუნდი გადავიდა.
კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, მეორე ადგილი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ხვდათ წილად, ხოლო მესამე ადგილზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები გავიდნენ. |
|