|
18-05-2010, 13:30
14 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელსაც რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დან მიხაი ბარლიბა დაესწრო.
საქართველოს აკადემიური საბჭოს 10 მაისის გადაწყვეტილებით, დემოკრატიის, ევროპულ კულტურულ ღირებულებათა დამკვიდრებასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების განვითარებაში შეტანილი ნაყოფიერი წვლილისთვის, რუმინეთის ელჩს მიხაი ბარლიბას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
დიპლომი საზეიმო ვითარებაში საპატიო სტუმარს გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. |
|