ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა სტუ
7-11-2011, 15:05
ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამოჩენილ მეცნიერსა და ქველმოქმედს, პროფესორ მინკო ბალკანსკის მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან ბალკანსკის სტუ-ის სახელით საჩუქრად თეთრი ნაბადი და შავი ყაბალახი გადასცა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე. თავად მინკო ბალკანსკიმ დამსწრე საზოგადოებისთვის ლექცია წაიკითხა.

ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ცნობილი ბულგარელი მეცნიერი და ქველმოქმედი, პროფესორი მინკო ბალკანსკი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს სოფიის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მყარი ტანის ფიზიკის ლაბორატორიასაც. ბალკანსკი არის პარიზის მარი და პიერ კიურების სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის წევრი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი. მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს კალიფორნიისა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებში. ჰარვარდის უნივერსიტეტში ახლახან დაარსდა მისი სახლობის ფიზიკის კათედრა. ბალკანსკი ბოლო 11 წლის განმავლობაში მუშაობს ბულგარეთში, განათლების სფეროში. მისი ინიციატივით, ბულგარეთში ტარდება სტუდენტთა შორის კონკურსები მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. გამარჯვებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისწავლონ ლუის დე გრანდის ლიცეუმში და გააგრძელონ სწავლა საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. პროფესორი ბალკანსკი არის მინუ ბალკანსკის ფონდის დამაარსებელი. ფონდის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ინფორმატიკაში სასწავლო პროგრამების მომზადებასა და ამ სფეროში სტუდენტთა სწავლებას. 2001 წლიდან დღემდე 130-მა ბულგარულმა სკოლამ ფონდიდან დახმარების სახით მიიღო კომპიუტერული ტექნიკა ლაბორატორიებისთვის. ფონდმა დააარსა ორი საგანმანათლებლო ცენტრი ორიაჰოვიცასა და ნოვა ზაგორაში. 300-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა სხვადასხვა დონის მომზადება ინფორმატიკაში. ცოტა ხნის წინ ნოვა ზაგორაში გაიხსნა განახლებული ადგილობრივი თეატრი. ახლო მომავალში გაიხსნება განათლების ეროვნული ინსტიტუტი. პროფესორი ბალკანსკი 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 22 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო წიგნის ავტორია.
ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
 
 

ასევე:

  • პროფესორი ლევან იმნაიშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • მიხაი ბარლიბას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
  • იგორ კვესელავა საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge