|
13-10-2011, 00:48
ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ლიტვის რესპუბლიკის პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფესორ რომაულდას ჯინევიჩიუსს, ჰონორის კაუზა მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ჯინევიჩიუსს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებული, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშის, ბრინჯაოს არწივის მინიატურული ვერცხლის ასლი გადასცა. |
|