სტუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს სტუ
18-05-2012, 13:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა გიორგი გვასალიამ და მისმა გუნდმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს.

შესარჩევ ტურში 90-მდე ქვეყნის სტუდენტი მონაწილეობდა. ნახევარფინალში 30 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა. ფინალში საუკეთესო ათეული გამოვლინდა. ქართველების გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდის სუპერვაიზერი (ხელმძღვანელი) გიორგი გვასალია იყო, გუნდის წევრები - დევი ფირცხალაიშვილი და გრიგოლ ფერაძე.

“უკვე მეორე წელია, ამ კონკურში ვიღებ მონაწილეობას. წელს ისევ წარმატებით გავიარე შესარჩევი ტური და მოვხვდი ფინალში. თემა იყო განსაზღვრული და უნდა შევხებოდით გლობალურ და აქტუალურ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ 5 მაისი მეხანძრეთა საერთაშორისო დღეა, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ანუ ე. წ. შორტფილმი FIREFIGHTERS. ფილმი უნდა დამუშავებულიყო გრაფიკული ელემენტებით და ნათლად წარმოგვეჩინა საკითხი, რომელსაც შევეხებოდით. ფილმი წარვუდგინეთ ჟიურის, ჟიურის წევრებმა განიხილეს ჩვენი ფილმი და შესაბამისი ქულებით შეგვაფასეს”, - აცხადებს გვასალია.

InfoMatrix-ი არის საერთაშორისო კომპიუტერული პროექტების კონკურსი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ერთმანეთს შეახვედროს მსოფლიოს საუკეთესო IT-სტუდენტები. კონკურსი არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ სტუდენტებმა გამოავლინონ პროფესიონალური ცოდნა, ის ასევე ემსახურება კულტურათა შორის კავშირის დამყარებას და თანამშრომლობას, ამიტომაც მასში ჩართულნი არიან მოსწავლეები და მასწავლებლები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან. გარდა სხვა ორგანიზაციებისა, InfoMatrix-ს ასევე მხარს უჭერს რუმინეთის ახალგაზრდრული განვითარებისა და სპორტის სამინისტრო.

პირველად კონკურსი ჩატარდა 2003 წელს რესპუბლიკის მაშტაბით. ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდებოდა მასშტაბი და მან საერთაშორისო კონკურსის სახე მიიღო. კონკურსის მნიშვნელობაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: 390 გუნდი 33-ზე მეტი ქვეყნიდან მხოლოდ 2010 წელს. კონკურსმა ბოლო წლებში მოიცვა მთელი მსოფლიო, მეხიკოდან ჰონგ-კონგამდე.

ჩვენ დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობთ InfoMatrix-ამერიკა, InfoMatrix-ჰონგ-კონგი და InfoMatrix-უკრაინასთან. მშობლები გვეხმარებიან ადგილობრივი კონკურსისი ჩატარებაში, სადაც უფრო და უფრო მეტ სტუდენტს ეძლევა საშუალება, გამოიყენოს შანსი და თავისი იდეები წარადგინოს რუმინეთის ფინალურ ტურნირზე”, - აცხადებს გვასალია.
 
 

ასევე:

  • პროგრამირების გუნდის წარმატება საერთაშორისო შეჯიბრებაში
  • სტუ-ის სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირში წარმატებას მიაღწიეს
  • საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
  • სტუდენტებმა კიევში გამართულ ძალოსნობის ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწიეს
  • სტუ-ის სტუდენტებმა კიევში წარმატებას მიაღწიეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge