|
16-07-2013, 19:37
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარემ, ჯემალ გახოკიძემ.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათი სტუდენტისთვის სასამართლოში გაიმართება ტრენინგები, რომელიც დასრულდება 26 ივლისს. ტრენინგებს ჩაატარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები. პირველი ლექცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა წაიკითხა (თემაზე “კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარება საქართველოში“). ტრენინგი დასრულდება იმიტირებული სასამართლო პროცესით.
სამომავლოდ, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ერთობლივი სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების გამართვაზე, კონსტიტუციურ საკითხებზე პოპულარული გამოცემების მომზადებასა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების მოწყობაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სასამართლოში გაიარონ სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა. |
|