საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.
მემორანდუმის საშუალებას აძლევს სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, აგრეთვე, მაგისტრანტებს, გაიარონ პრაქტიკა საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.