საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სიგელები გადასცეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ტრეინინგი დასრულდა. ტრეინინგი სტუ-ის სტუდენტებს 16 ივნისიდან უტარდებოდათ. სტუდენტებს სიგელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გადასცა.