სტუდენტები და პროფესორები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები და პროფესორები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ სიახლე
21-01-2013, 14:32
22 იანვარს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4) საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას სტუდენტებთან და პროფესორებთან მოაწყობს.

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან მასმედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24 იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს
  • სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სიგელები გადასცეს
  • სტუ-ის სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა მოეწყო
  • საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge