|
28-01-2010, 00:28
28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სალომე უჯარმელის ხსენების დღე (პეროჟავრა სივნიელთან ერთად) არის ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი. სალომე უჯარმელი იყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწე. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად. სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად “ტყვე ქალის“, წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა. ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა. წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. |
|