დღეს ბარბარობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ბარბარობაა კულტურა, სპორტი
17-12-2010, 01:22
17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება.

მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანის, წმინდა დიდმოწამე ბარბარე ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისთვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისგან მოშორებით იზრდებოდა. თუმცა გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.

XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ წმინდა ნაწილები კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

საქართველოში 3125 ბარბარე ცხოვრობს, ამათგან მარტო მიმდინარე წელს 1073 ბარბარე დაიბადა. სახელი ბარბარე საქართველოში პოპულარული ბოლო წლებში გახდა და პოპულარობის მიხედვით მერვე ადგილზეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველომ კვლევა ჩაატარა, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა. ახალშობილ გოგონებში ყველაზე გავრცელებული სახელების ათეული: 1. მარიამი; 2. ანა; 3. ნინო; 4. ლიზი; 5. ელენე; 6. სალომე; 7. ანასტასია; 8. ბარბარე; 9. ლიკა; 10. ნია.
 
 

ასევე:

  • ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დღეს ბარბარობაა
  • დღეს ბარბარობაა
  • ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
  • ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge