ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
17-12-2009, 00:11
17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა ქართულ, მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება.
დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარჩინებული წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი.
მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ წმინდა ნაწილები კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარეს ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.
 
 

ასევე:

  • დღეს ბარბარობაა
  • დღეს ბარბარობაა
  • დღეს ბარბარობაა
  • ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
  • ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge