ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
26-09-2010, 01:44
ეკლესია  წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს 26 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ქეთევან დედოფალი, ქეთევან წამებული, იყო კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605 წელს, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ, მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი. ქეთევანი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს. თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი ააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ნადირთა სათრევად დატოვეს. ქეთევანის წმინდა ნეშტს სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა ავგუსტინელთა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლითა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მიწისძვრის შედეგად, მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა. ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა"), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე". ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე 26 სექტემბერია.
 
 

ასევე:

  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge