|
4-06-2015, 16:59
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დაპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი “საერთაშორისო ჰუმანიტარულისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სკოლა და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იმიტირებული პროცესი”.
პროექტი მოიცავს ორ ეტაპს: ტრენინგებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე (11-19 ივნისი) და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იმიტირებულ პროცესს (20-21 ივნისს - ნახევარფინალები და 25 ივნისს - ფინალი).
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ინდივიდუალური აპლიკაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1NbfuRA5FkEpNoN-YgZ2XjJarurU8W1wbNXVKYiIydFg/viewform
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 06 ივნისი, 23:59 სთ.
აპლიკაციის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა 24 სტუდენტი, რომლებიც ტრენინგების შემდგომ გადანაწილდებიან 3-3 კაციან გუნდებად იმიტირებული პროცესისათვის. პროექტში მონაწილეობა უფასოა.
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გამარჯვებული გუნდის წევრები გაივლიან სტაჟირებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამაში; პროექტის ფინალისტებს ექნებათ ერთდღიანი ვიზიტი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო დეპარტამენტში, სადაც გაეცნობიან ამ დეპარტამენტის საქმიანობას; პროექტის ფინალისტებს და გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცემათ პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/events/811146782267067/ |
|